საქართველო-რუსეთი

ზახაროვა: თუ საკუთარ ხალხს წარმოადგენ, ვერ იქნები პირდაპირი რეისების წინააღმდეგი

რაც შეეხება საქართველოსთან საჰაერო ფრენებს და თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსის რეაქციას. 

თუ საკუთარ ხალხს წარმოადგენ, და არა ვიღაცის გადახდილ შეკვეთას, პირდაპირი რეისების წინააღმდეგი ვერ იქნები, იმ მოქალაქეებისა და ოჯახების გათვალისწინებით, ვინც ორ ქვეყანაში ერთდროულად ცხოვრობს.

ესე იგი არასდროს დახმარებიხარ ხალხს, რომელბსაც თოთო ბავშვები ჰყავთ, მძიმედ ავად არიან და გასაჭირში ჩავარდნილან, სახლამდე მიეღწიათ.

ესე იგი, არასდროს გაგიგია ტელეფონის ყურმილში ხმა ატირებული ზრდასრული კაცის, რომელსაც თბილისში დაკრძალვისთვის დედის ნეშტის გადატანა უწევს.

ესე იგი, არასდროს გილაპარაკია მამასთან, რომელიც ბავშვის ბილეთისთვის ფულს აგროვებდა, რათა მას საქართველოში თავისი ნათესავები ენახა.

ესე იგი, არასდროს დახმარებიხარ ონკოლოგიურ პაციენტებს წამლის მიწოდებით.

ესე იგი, არასდროს გისაუბრია ბავშვთან, რომელსაც მოსკოვში მომაკვდავი დედისთვის უნდა მოესწრო

დამიჯერეთ, ახლა ვინც ყვირის, რაიმე მსგავსი ერთხელ მაინც რომ გამოევლო, ამ სიშლეგეში მონაწილეობა შერცხვებოდათ.

ეს ამბავი არა პოლიტიკური პოზიციის ქონა-არქონის ინდიკატორია, არამედ მათ მიმართ სიყვარულის, ვისზეც სიტყვიერად ზრუნავთ.

წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა Telegram-ზე.

კომენტარები