ოპოზიციასთან გარკვეული შეთავაზება გვაქვს. ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, რაც, მოგეხსენებათ, არის ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე მათგანი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენტურობის, ასევე, კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა, მათ შორის, პარლამენტში მათთან გასაუბრების დროს. თუმცა, ჩვენ ჩვენი პოზიციით ოპოზიციის წარმომადგენლებს არ შევზღუდავთ და ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, რომ ხვალინდელი დღის განმავლობაში, მოკლე დასაბუთებით წარმოადგინონ მათთვის მისაღები კანდიდატები. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსესუსს მივაღწიოთ. თუ დადებითი შედეგი იქნება, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად ვიზრუნებთ იმაზე, რომ კენჭისყრა გაიმართოს.
ქართული ოცნება
მდინარაძე: ოპოზიციას ვთავაზობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე კანდიდატები წარადგინონ
tbl.ge/6deo
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ქართული ოცნებამამუკა მდინარაძესაქართველოს ოპოზიციასაპარლამენტო ოპოზიციაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




