მუშების გარდაცვალება

თბილისში, კედლის მოწყობის სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა

Tabula

თბილისში, ართვინის ქუჩაზე, კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ორი მუშა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების დროს მიწის ფერდობი ჩამოიშალა და მუშების გარდაცვალება ამან გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.

კომენტარები