რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი პუტინს: არ დავიღლებით მხარდაჭერით, უკრაინა არ გახდება მეორე ბელარუსი

REUTERS

ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრები რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ, მიუხედავად შესაძლო "დაღლილობის" შესახებ სპეკულაციისა.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც რუსეთს ისევ აქვს უკრაინის დამორჩილების სურვილი და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ინსტრუმენტების უზრუნველყოფა კიევის მხარდასაჭერად, გარდა მოკლევადიანი ინსტრუმენტებისა, რომლებიც ამჟამად არსებობს.

"მე მინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ იქნება არანაირი დაღლა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ მას სჭირდება". - თქვა ბორელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინა ბრძოლას ვერ შეწყვეტს, რადგან ეს გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნის მის, როგორც ერის არსებობას.

"უკრაინელებს მშვიდობა სურთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მაგრამ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსი გახდეს." - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.

კომენტარები