ლუგანსკი

ოკუპირებულ ლუგანსკში 2 აფეთქება მოხდა

რუსი პროპაგანდისტები ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ლუგანსკში 2 აფეთქება მოხდა.  

ამასთან, ვრცელდება ვიდეოები, სადაც ერთ-ერთ ქარხანასთან ახლოს კვამლი ჩანს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ უკრაინამ იერიში რადიოელექტრონულ და ნავთობსაცავის ობიექტებზე მიიტანა. რუსულ მედიაში კი წერენ, რომ იერიში პოლიმერების საწარმოზე მიიტანეს.

ოკუპირებული ლუგანსკი ფრონტის ხაზიდან თითქმის 90 კილომეტრში მდებარეობს. 

კომენტარები