საქართველო-რუსეთი

ქვრივიშვილი: საქართველოში არ იოპერირებს არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია და ხომალდი

ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და, რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან და მათთან კავშირსაც. 

რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, აქ ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ ის, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახმელეთო კუთხით. იცით ალბათ და მოგეხსენებათ, რომ ყოველდღიურად, ფაქტობრივად, ასობით და თვის ჭრილში ათასობით მანაქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე და საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება იყო. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან. რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს რუსეთის ფედერაციიდან, განვმარტავთ, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით, მათ შორის, როგორიც არის ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი... ძალიან მკაფიოდ გვინდა, დღეს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხევა არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ პირდაპირი მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. 

ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. 

კომენტარები