რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ადასტურებს, რომ უკრაინამ Patriot-ის სისტემით რუსული ჰიპერბგერითი "კინჟალი" ჩამოაგდო

კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით შეიარაღებული МиГ-31

პენტაგონის სპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა, პატ რაიდერმა დაადასტურა, რომ რუსული კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში ამერიკული წარმოების Patriot-ის სისტემით ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ მათ რუსული რაკეტა Patriot-ის სარაკეტო სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს". – თქვა რაიდერმა.

რაიდერს არ უთქვამს, თუ რომელი ქვეყნის მოერ გაგზავნილმა Patriot-ის ბატარეამ შეძლო რუსული რაკეტის ჩამოგდება, თუმცა დაადასტურა, რომ ვაშინგტონის მიერ გაგზავნილი სისტემები უკვე უკრაინაშია.

აქამდე, 6 მაისს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ Patriot-ის სისტემის მეშვეობით, რუსეთის მიერ ნასროლი კინჟალი ჩამოაგდეს.

რუსეთის მტკიცებით, ამ ტიპის რაკეტა ჰიპერბგერითია, თუმცა, შემთხვევის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის მხოლოდ ბგერის სიჩქარეს აღემატება. ჰიპერბგერითი რაკეტის სისწრაფე ბგერაზე, მინიმუმ, ხუთჯერ მეტი უნდა იყოს.

კომენტარები