8 მაისს ტამანში, კრასნოდარის ოლქში ამოუცნობი ობიექტი ერთ-ერთი სახლის წინ დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კრასნოდარის ოლქის ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ტემრიუკის რაიონის ერთიანი სადისპეტჩერო სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ტამანში დაახლოებით 16:30 საათზე უცნობი ობიექტი კალინინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის წინ ჩამოვარდა". - ნათქვამია ოპერატიული შტაბის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა.