რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: ევროპარლამენტი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარებას ცდილობს

Julien Warnand/EPA-EFE

ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელს, მანფედ ვებერს სურს, რომ ევროპარლამენტმა უახლოეს კვირებში გამოიყენოს ხმის მიცემის სწრაფი პროცედურა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასაჩქარებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს POLITICO, რომელმაც ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლასთვის განკუთვნილი ვებერის წერილი მოიპოვა

"უკრაინის საბრძოლო მარაგების შევსებაში დახმარების გადაუდებელი აუცილებლობის გამო, EPP ჯგუფს სურს, მოითხოვოს გადაუდებელი პროცედურა პარლამენტის რეგლამენტის 163-ე წესის შესაბამისად". - წერს ვებერი წერილში, რომელიც 5 მაისით თარიღდება. 

გასულ კვირას ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდის გეგმას და ევროკავშირის ჭურვების ქარხნები 500 მილიონი ევროთი დააფინანსა. 

კანონპროექტი, სახელწოდებით "აქტი საბრძოლო მასალის წარმოების მხარდასაჭერად" (ASAP), მიზნად ისახავს ერთი წლის განმავლობაში 1 მილიონი ტყვია საბრძოლო მასალის წარმოებას.

კომენტარები