რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე უარი თქვა

თურქეთმა უარით უპასუხა აშშ-ის თხოვნას, გადაეცა უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო საგარეო საქმეთა მინისტრზე, მევლუთ ჩავუშოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს

ჩავუშოღლუს თქმით, აშშ-ის მოთხოვნა უკრაინაში С-400-ების გაგზავნასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მინისტრის თქმით, ვაშინგტონის კიდევ ერთი წინადადება იყო, რომ სისტემებზე კონტროლი აშშ-ს გადასცემოდა.

ამასთან, თურქმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ ანკარამ С-400-ები რუსეთისგან ეროვნული უსაფრთხოების მიზნით შეიძინა და მასში ჩარევის უფლება არცერთ ქვეყანას აქვს. 

წინა წლებში ანკარა აშშ-სგან 100 ცალი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ რუსული C-400-ების სისტემა შეიძინეს, ვაშინგტონმა თურქეთი F-35-ების პროექტიდან ამოიღო. ამჟამად თურქეთი F-35-ის პროგრამისთვის გადახდილი $1.4 მილიარდის სანაცვლოდ აშშ-სგან F-16-ებს ითხოვს.

2017 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან უახლესი С-400-ის სისტემების შესაძენად. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა და აღნიშნავდნენ, რომ С-400-ები შეუთავსებელი იქნებოდა NATO-ს სისტემებთან. თუმცა, ანკარამ განმარტა, რომ C-400 არ იქნებოდა ინტეგრირებული NATO-ს სისტემებში და არ წარმოადგენდა საფრთხეს ალიანსისა და მისი შეიარაღებისთვის.

კომენტარები