სარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთლის გამზირზე

წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი მიწისქვეშა ნაგებობები მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს

თბილისის მერია

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიწისქვეშა ნაგებობები აღმოაჩინეს, რომლებიც სპეციალისტების დასკვნით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს.

როგორც ტაბულას თბილისის მერიაში უთხრეს, აკლდამების შესწავლის და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები არიან ჩართულნი.

მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველისაკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ". თქვა მერაბ ძნელაძემ.

მერიის ცნობით, ადგილზე სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას მერია უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

კომენტარები