რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 480 ბავშვი დაიღუპა, 1 444 კი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2023 წლის 6 მაისის მდგომარეობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 480 ბავშვი დაიღუპა. 1 444-ზე მეტი ბავშვი კი დაშავდა. ამასთან, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა.

  • დონეცკის ოლქი - 455 
  • ხარკოვი - 275
  • კიევი - 128
  • ხერსონი - 96
  • ზაპოროჟიე - 89
  • მიკოლაივი -89
  • ჩერნიჰივი - 70
  • დნეპროპეტროვსკი - 67
  • ლუჰანსკი - 66

5 მაისს, დონეცკის ოლქში, სამედიცინო დაწესებულებაში 16 წლის გოგონა დაიღუპა, რომელსაც 29 აპრილს რუსული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. 

კომენტარები