რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი მუშახელის დეფიციტს განიცდის, ქვეყანა 2022 წელს 1.3 მილიონმა დატოვა – ბრიტანეთი

Bloomberg

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუშახელის ყველაზე დიდი დეფიციტის წინაშე დგას. რუსეთის ცენტრალურის ბანკის მიერ გამოკითხული 14 000 თანამშრომლით დადგინდა, რომ 1998 წლის შემდეგ პირველად, ხელმისაწვდომი თანამშრომლების რაოდენობა ყველაზე დაბალ დონეზეა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის მოსახლეობა ორი მილიონით მეტი ადამიანით შემცირდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზები, სავარაუდოდ,  COVID-19 და უკრაინაში მიმდინარე ომია. 

რუსეთი 2022 წელს 1,3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მათ შორის იყო ბევრი ახალგაზრდა და განათლებული ადამიანი, რომელთა სამუშაო ძალა მაღალი ღირებულების ინდუსტრიებში გამოიყენებოდა. ამასთან, რუსეთის კომუნიკაციების სამინისტროს თქმით, IT მუშაკთა დაახლოებით 10%-მა (100 000) 2022 წელს ქვეყანა დატოვა და არ დაბრუნებულა.

მობილიზაცია, ისტორიულად მაღალი ემიგრაცია და მოსახლეობის დაბერება და კლება ზღუდავს შრომის მიწოდებას. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ეს, სავარაუდოდ, რუსეთის ეკონომიკის პოტენციური ზრდის შემცირებასა და ინფლაციას გამოიწვევს.

კომენტარები