ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში. აქ ჩვენი ქართული გამოწვევაა, ჩვენი მხრივ, სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ხალხის მხარდაჭერაც შეუძლებელია სხვაგვარი იყოს, რომ ამ ბრძოლაში, ამ ღირებულების ომში, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, რაშიც ძალიან ხშირად ურევენ ხოლმე, მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვას, რაშიც აბსოლუტურად შეუვალები ვართ და ასე შემდეგ.
tbl.ge/6czo
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტზე. საქართველოს პრემიერმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




