საფრანგეთი-იტალია

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგების კრიტიკის გამო პარიზში ვიზიტი გააუქმა

REUTERS/Guglielmo Mangiapane/File Photo

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი მარინ ლე პენს შეადარა, რის გამოც საფრანგეთში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაუქმდა

RMC-თან ინტერვიუში დარმანინმა თქვა, რომ მელონს მიგრაციული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია. 

"ქალბატონ მელონის, რომელიც ქალბატონ ლე პენის მეგობრების მიერ არჩეულ უკიდურეს მემარჯვენე მთავრობას ხელმძღვანელობს, არ შეუძლია, მიგრაციის პრობლემები გადაჭრას, რისთვისაც იგი აირჩიეს". - თქვა დარმინინმა.

ინტერვიუს დროს დარმინინმა თქვა, რომ საფრანგეთის სამხრეთში "მიგრანტების, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვანთა დიდი ნაკადია", მაგრამ შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა იტალიაზე გადაიტანა, რომელსაც, მისი თქმით, სიტუაციის მართვა არ შეუძლია.

კომენტარები