აქონდროპლაზია

მშობელი: ჯანდაცვაში შეხვედრაზე მოვითხოვთ, ბიომარინთან კომუნიკაციაში ჩავერთოთ

ხვალინდელ შეხვედრაზე ჩვენ ისიც გვინდა მოვითხოვოთ, რომ ერთ-ერთი მშობელი ჩავერთოთ უშუალოდ ბიომარინთან კომუნიკაციაში, რათა თვალი ვადევნოთ, შიგნით რა ხდება კომუნიკაციაში, რაიმე ხელოვნურად ხომ არ იწელება და რა ეტაპზეა მოლაპარაკება. 

2 დღის წინ ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ქალნატონ თამართან და სამუშაო ჯგუფთან. ვადებიხვერ დაგვისახელა, არასერიოზული იქნებაო, თუმცა, ესეც არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს, რადგან თუკი, როგორც ვთქვით, დავინახეთ, რომ საქმე კეთდება და მხოლოდ სიტყვებში არ არის საქმე, უკვე ადვილი იქნება ვადების დასახელებაც. თუ ხელოვნურად არ შეფერხდება კომუნიკაცია, ბიომარინთანაც მოკლე ვადებში მოხდება თუნდაც ამ ხელშეკრულების გაფორმება. 

ხვალინდელ შეხვედრაზე ჩვენ შეკითხვით მივალთ, რა საქმე გაკეთდა, კონკრეტულად რომ გვითხრან. უნდა იყოს აუცილებლად პროდუქტიული შეხვედრა და არ უნდა იყოს ერთსა და იმავე წრეზე ტრიალი. ხელში უნდა გვეჭიროს რაღაც პროგრესი.

ამბობს მთავარ არხთან ინტერვიუში აქციის მონაწილე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მშობლებს საბჭოს შეხვედრებზე ჩართვაზე დათანხმდა, მშობლები გაეცნენ გეგმას, რომელოც, მათი შეფასებით, თანმიმდევრულია. მათივე თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები ქვეყანაში წამლის შემოტანაზეც აღარ ეკამათებიან. მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გრძელდება - დედები ითხოვენ, მისცენ დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება ქვეყანაში ვოზორიტიდის შემოტანის ზუატი დრო.

კომენტარები