რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ ვიცით, რომ ომის დროს NATO-ში ვერ გავწევრიანდებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებს რეალისტურად აფასებს. ამის შესახებ მან ჰააგაში ჰოლანდიის პრემიერმინისტრ მარკ რუტესა და ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრ დე კროუსთან ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა

"ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ომის დროს NATO-ში ვერ გავწევრიანდებით, მაგრამ ამ დროში გვსურს, მივიღოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით სამხედრო ალიანსის წევრი". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ სხვადასხვა წევრი ქვეყნისგან "გარკვეული პოზიტიური გზავნილები" მიიღო, კიევს დასარწმუნებლად უფრო ხელჩასაჭიდი რამ სჭირდება. 

"ვფიქრობ, ჩვენი მეგობრები მხარს დაგვიჭერენ და NATO-ში გვიხილავენ". - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 

კომენტარები