რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თემთა პალატის წევრმა პარლამენტს პუტინის წინააღმდეგ ეკონომიკური რამშტაინის იდეა შესთავაზა

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა შერჩევითი კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კერნსმა პარლამენტს "უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის ეკონომიკური რამშტეინის" იდეა შესთავაზა.

კურნსის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის იმდენად დაზიანება ვერ შეძლო, რამდენადაც ამას დასავლელი მოკავშირეები იმედოვნებდნენ. 

"ეს ძალიან დეტალური თემა კიდევ უფრო მეტად სარწმუნოს ხდის უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის ეკონომიკური რამშტეინის აუცილებლობას. აშკარაა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ პუტინის ომის მანქანის შეჩერება და კვლავ უნდა ვეცადოთ, რომ მოსკოვმა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების დაფინანსება ვეღარ შეძლოს. ჩვენ ამის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ რამშტეინის შეხვედრაზე სამხედროსთან ერთად, ეკონომიკურ საკითხზებზეც ვისაუბრებთ.". - აღნიშნავს კურნსი. 

რამშტეინი აშშ-ის სამხედრო ბაზაა გერმანიაში, სადაც თავდაცვის წარმომადგენლები უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღისა და მარაგების გადაცემის მიზნით არაერთხელ შეხვდნენ. 

21 აპრილს რამშტეინის ფორმატის მე-11 შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირაში გერმანიაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები დაიწყება. სამხედროები გერმანიაში ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტიპის ტანკების მართვას ისწავლიან. 

კომენტარები