მაიკლ ჯეი ფოქსი

მაიკლ ჯეი ფოქსი: პარკინსონის დაავადების გამო 80 წლამდე ვერ მივაღწევ

Befunky

Back To The Future-ის ვარსკვლავმა მაიკლ ჯეი ფოქსმა პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის დეტალებზე ილაპარაკა.

"ჩემი ცხოვრება განსაზღვრულია... არ მოვიტყუები, სულ უფრო და უფრო რთულია ამ სენთან ბრძოლა, ყოველი დღე წინაზე რთულია. შენ არ კვდები პარკინსონისგან, შენ კვდები პარკინსონთან ერთად, 80 წლამდე ვერ მივაღწევ. 80 წლის ვერასდროს გავხდები. ზურგის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ხერხემალზე წანაზარდი მაქვს, რომელიც სიარულში ხელს მიშლის. ბევრჯერ მოვიტეხე ხელი, რამდენჯერმე სახეც დავიზიანე". 

ფოქსს პარკინსონის დაავადება 1991 წელს, 29 წლის ასაკში დაუდასტურდა, მსახიობმა დიაგნოზის შესახებ საჯაროდ მხოლოდ 1998 წელს ილაპარაკა. ავადმყოფობამ მის სამსახიობო კარიერა პრაქტიკულად დაასრულა. ფოქსი აქტიურად არის ჩართული პარკინსონის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, ასევე არის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი. ჰუმანიტარული აქტივობისთვის მსახიობს საპატიო ოსკარი 2022 წელს გადაეცა.

ახალო მომავალში სტრიმინგის სერვისზე Apple+ მაიკლ ჯეი ფოქსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Still გამოვა.

კომენტარები