რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბახმუტში საომარ მოქმედებებს კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს კიდევ ერთი ჟურნალისტისა და სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ვოლოდიმირ მუკანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მისივე Facebook-ით ვრცელდება. 

ომის დაწყებამდე ვოლოდიმირ მუკანი უკრაინული გამოცემის, Газеті по-українськи-ის, ჟურნალ Країна-სა და Gazeta.ua-ს ჟურნალისტი და რედაქტორი იყო. 

უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო 29 აპრილს საბრძოლო დავალების შესრულებისას ბახმუტში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა. 

კომენტარები