რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პეტრ პაველი: რუსებო, წადით სახლში

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი უკრაინაში

28 აპრილს ჩეხეთს პრეზიდენტი, პეტრ პაველი სლოვაკეთის პრეზიდენტთან, ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის რამდენიმე ქალაქს ეწვია. 

"რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან იქნება!" - აღნიშნული წარწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა. როგორც პაველის მიერTwitter-ზე გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, ეს სწორედ ის მანქანებია, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევაში მონაწილეობას მიიღებენ. 

"ჩემთვის ეს გრძნობა ნაცნობია. თქვენი დანაყოფი ფრონტის ხაზზე მიდის და თქვენც მათთან ერთად გსურთ წასვლა, გსურთ იყოთ სამაგალითოები. როგორც მეთაური, მე ყოველთვის ჩემი ჯარისკაცების გვერდით ვიდექი. დღეს ამ ამპლუაში აღარ ვარ. მე აქ მათ გასამხნევებლად მოვედი. ჩვენ თქვენთან ვართ. თქვენ შურს იძიებთ თქვენი დაღუპულებისთვის და დაიცავთ თავისუფლებას. რუსებო, წადით სახლში!" - წერს პაველი Twitter-ზე.

კომენტარები