ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ხვადაგიანი: ვითხოვთ ნაფიც მსაჯულებს – დაე, მოქალაქეებმა განსაჯონ ლაზარე და თორნიკე

არ არსებობს კარგი ქვეყანა კარგი სასამართლოს გარეშე და არ არსებობს კარგი ქვეყანა თუ მოქალაქეები არ ენდობიან სასამართლოს. ჩვენ შემთხვევაში 2 ახალგაზრდა კაცის მრავალი წლით ციხეში გაშვება დამოკიდებულია სასამართლოზე, რომელსაც არავინ არ ენდობა. 

ერთადერთი ალტერნატივა, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და მოქალაქეებს რამე სახის ნდობა ჰქონდეთ ამ სასამართლოს მიმართ, არის თავად მოქალაქეები ჩაერთონ სასამართლო პროცესში. 

ვითხოვთ ნაფიც მსაჯულებს - დაე, მოქალაქეებმა განსაჯონ ლაზარე და თორნიკე დამნაშავეები არიან თუ არა და ეს შექმნის, გარკვეულ ნდობას პროცესისადმი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლაზარესა და თორნიკესთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. იმისათვის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებად შევდგეთ.

ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სალომე ხვადაგიანი. 

21 აპრილს თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს. ისინი უერთდებიან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის მოთხოვნას, მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

პეტიცია ითხოვს:

  1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა; 
  2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გათავისუფლდეს გირაოთი. 

მოაწერე ხელი პეტიციას - https://forms.gle/WdYpDbazgYYRyj4w5 

კომენტარები