ამინდის პროგნოზი

წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, შტორმული ღელვა – როგორი ამინდი იქნება 29-30 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ასევე, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე კი, სინოპტიკოსები 3-4 ბალიან შტორმულ ღელვას პროგნოზირებენ.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს სააგენტო.

კომენტარები