რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქალაქ უმანში რუსული რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა, დაიღუპა, სულ მცირე, 4 პირი

უმანში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

უკრაინის ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, 17 კი დაშავდა. 

ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ დარტყმის შედეგად კორპუსის ზედა სართულები ჩამონგრეულია. უკრაინულ მედიაში წერენ, რომ დაინგრა ათსართულიანი სახლის სადარბაზო.

რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ დნიპროზეც. შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი.

სარაკეტო დარტყმა რუსებმა კიევის ოლქში მდებარე დასახლებულ პუნქტ უკრაინკაზეც მიიტანეს. შედეგად დაშავდა ორი პირი, აქედან ერთ-ერთი ბავშვია.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასულ ღამეს კიევის ოლქში ოკუპანტების 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.  

განახლება - უმანის დაბომბვისას დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. 

კომენტარები