2024 წლის არჩევნები

USAID-ის ხელმძღვანელი: უნდა მივმართოთ რესურსები საქართველოს 2024 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად

მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება [2024 წლის არჩევენბში აშშ-ს სადამკვირვებლო მისია] ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია.

მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის რეალური შესაძლებლობა, მოქალაქეების ხმა გაჟღერდეს. და მე ვფიქრობ, რომ ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს გულისხმობს.

ამბობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი სენატორი შაჰინის კითხვაზე პასუხად. სენატორმა განმარტა, რომ შესამჩნევია საქართველოს ხელისუფლების ავტოკრატიისკენ სწრაფვა და ხაზი გაუსვა მომავალ 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობას: "შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები საქართველოში და ფიქრობს, თუ არა USAID-ი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?", - იკითხა შაჰინმა. 

კომენტარები