რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთის მიერ სანქცირებულთა სიაში პირველი რუსეთის პატრიარქი კირილია

govoritmoskva.ru

ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თქმით, სანქცირების მიზეზი კირილის მიერ უკრაინაში თავდასხმის აქტიური მხარდაჭერაა. 

სანქცირებულთა სია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სიაში პირველ ნომრად პატრიარქი კირილი წერია. 

"მის [კირილის] საჯარო გამოსვლებში ხშირად ვხვდებით უკრაინაში ომის მხარდამჭერ გზავნილებს. ის ამართლებს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეს. ამის მტკიცებულებების პოვნა ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია". - თქვა ლიპავსკიმ კირილის სანქცირების მიზეზებთან დაკავშირებით. 

გასულ წელს ევროკავშირის წევრებსაც ჰქონდათ რუსეთის პატრიარქის სანქცირების მცდელობა, თუმცა შეთანხმება არ შედგა, რადგან წინააღმდეგი უნგრეთი იყო. 

ჩეხეთის მიერ კირილის სანქცირება ნიშნავს, რომ მას ეკრძალება ქვეყანაში ვიზიტი და ეზღუდება ნებისმიერი ტიპის ფინანსური ტრანზაქცია ჩეხეთის მოქალაქეებთან. 

კომენტარები