სამაშველო ჯგუფი

ერდოღანმა სამაშველო ოპერაციებში ჩართული ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ქართველი მაშველები დააჯილდოვა.  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს, მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთში, ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის დროს ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო - "უმაღლესი თავდადების ორდენი" გადაეცა. 

ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე ერდოღანმა სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს გადასცა. მან ასევე სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა. ჯამში 200-მდე მაშველმა მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა. 

კომენტარები