აქონდროპლაზია

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაფრინდა

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა.  მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში "მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში". ცნობილია, რომ პრემიერი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

რამდენიმე დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათ იმედი ჰქონდათ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დღევანდელი სხდომის შემდეგ მაინც შეხვდებოდათ  "სულ რაღაც 20 წუთით".

ქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრეპარატ ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ. 

კომენტარები