რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: იარაღი არის ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთისთვის გასაგებია

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, მუდმივად მოლაპარაკებების მაგიდასთან საკითხის განხილვა საჭირო არაა, არამედ უკრაინას იარაღი სჭირდება

"როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება - უკრაინის განადგურება, ინიციატივები მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, რაც ბოლო დროს ისმის, სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული მშვიდობის შენარჩუნება [...]

ჩვენ არ გვჭირდება, რომ მუდმივად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაგსვან, ჩვენ საკმარისი იარაღი გვჭირდება. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის გასაგებია". - წერს დანილოვი Facebook-ზე. 

კომენტარები