ესპანეთი

მადრიდის რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, რესტორანში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 12 დაშავდა

მადრიდის მერის ცნობით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელი იყო.

იტალიურ რესტორანს ხანძარი 22 აპრილის ღამით გაუჩნდა. როგორც Reuters-ი იუწყება, ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა პიცა აალებულ ქურაზე შემოდგა და ჭერს ცეცხლი წაეკიდა. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები