რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი სულ უფრო უახლოვდება ნიურნბერგის პროცესს – რეზნიკოვი

ოლეკსი რეზნიკოვი
REUTERS/Murad Sezer

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, რამშტაინის შეხვედრებით რუსეთი სულ უფრო უახლოვდება ნიურნბერგის პროცესს. 

"რამშტაინის მე-11 შეხვედრის შედეგები: რუსეთი ნიურნბერგის II პროცესს უახლოვდება. მსგავსი ფორმატის თითოეული შეხვედრა არამარტო სასარგებლო საჩუქრებით უზრუნველყოფს უკრაინულ არმიას, აგრეთვე მიზნად ისახავს კრიმინალების პასუხისგებაში მიცემას". - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. 

21 აპრილს გერმანიაში რამშტაინის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უკრაინა და მის პარტნიორ სახელმწიფოთა კოალიცია, "უკრაინის თავდაცვის კონტაქტის ჯგუფი".

შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფაა.

კომენტარები