რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიაში რამშტაინის მორიგი სამიტი მიმდინარეობს

დღეს, 21 აპრილს გერმანიაში რამშტაინის მორიგი შეხვედრა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას უკრაინა და მის პარტნიორ სახელმწიფოთა კოალიცია "უკრაინის თავდაცვის კონტაქტის ჯგუფი" იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფაა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე შეხვედრის დაწყების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინა გრძნობს მისი პარტნიორების მხარდაჭერას.

"დღეს, ჩვენ ავღნიშნავთ აღნიშნული ფორმატის წლისთავს. დღისწესრიგი მოიცავს აქამდე გაკეთებული საქმის ანალიზს, ასევე, 2023 წლის სტრატეგიას, შეიარაღებული ძალების მიმდინარე ამჟამინდელ მოთხოვნილებებს და მიღებული დახმარების დისტრიბუციას უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა დანაყოფს. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას". – წერს რეზნიკოვი. 

"უკანასკნელი წლის მანძილზე, უკრაინის თავდაცვის ჯგუფის წევრები უკრაინას ძალიან დიდი დახმარება გამოუყეს. ჩვენ მათ დავეხმარებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება". – ამბობს აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი.

კომენტარები