რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინას მარცვლეულის შეთანხმების საბოტაჟში ადანაშაულებს

რუსეთი უკრაინას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საბოტაჟში ადანაშაულებს. რუსეთის ბრალდებით, უკრაიანა ქრთამს ითხოვს გემის მფლობელებისგან, რათა დაარეგისტრირონ ახალი გემი და ჩაატარონ ინსპექციები გაეროს დახმარებით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. 

კიევს პასუხი არ გაუცია რუსეთის ბრალდებებს და არც მოსკოვს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება საკუთარი ბრალდების გასამყარებლად.

რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ შეთანხმებას 18 მაისის შემდეგ აღარ გააგრძელებს, თუ დასავლეთი არ მოხსნის შეზღუდვებს გადახდებზე და ლოჯისტიკაზე, რაც ხელს უშლის რუსული სასოფლო პროდუქციის ექსპორტს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ერთიანი საკოორდინაცი ცენტრს უჭირს ახალი გემების რეგისტრაცია და ინსპექციების ჩატარება. 

ზახაროვამ აღნიშნა, რომ პრობლემები გამოწვეულია უკრაინის წარმომადგენლების ქმედებების მიმართ, ხოლო გაეროს წარმომადგენლები თვალს ხუჭავს დარღვევებზე. 

"გემის მფლობელები, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინელებისთვის ქრთამის გადახდაზე, ვალდებულები იყვნენ რეგისტრაციას თვეზე დიდხანს დალოდებოდნენ". – ამბობს ზახაროვა. 

ამავდროულად, გასულ კვირას პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება მიიღო უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. ქვეყნის ლიდერები დროებით შეზღუდვას პოლონური სოფლების კრიზისში აღმოჩენით ხსნიან და ამბობენ, რომ ეს პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებზე არ აისახება.

15 აპრილს პოლონეთს უნგრეთიც შეუერთდა და თქვა, რომ შეზღუდვა ძალაში ივნისის ბოლომდე დარჩება.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები