ქართული კინო

ელენე ნავერიანის "შაშვი შაშვი მაყვალი" კანის ფესტივალის დამოუკიდებელი პროგრამის მონაწილეა

Facebook

ელენე ნავერიანის ახალი ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა.

ფილმი თამთა მელაშვილის იგივე სახელის მქონე ბესტსელერს ეფუძნება. შაშვი შაშვი მაყვალი ნავერიანის რიგით მესამე(მე მზის სხივი ვარ დედამიწაზე (2017), სველი ქვიშა (2021) ) ნამუშევარია. 

"პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის მესაკუთრე ეთერო 48 წლის დაუქორწინებელი ქალია. მას ერთნაირად უყვარს საკუთარი თავისუფლება და ნამცხვრები. ის ჭორების გარეშე მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა დისტრიბუტორ კაცთან ცეცხლოვანმა სასიყვარულო ურთიერთობამ შესაძლოა მისი გეგმები გაანადგუროს". – წერია ფილმის აღწერაში.

კადრი ფილმიდან "შაშვი შაშვი მაყვალი"

 

კომენტარები