კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: ვიდრე ივანიშვილი გვეყოლება მმართველად, ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (International Monetary Fund) გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლებია, ვიდრე მსოფლიო ბანკის (World Bank)  მიერ ნავარაუდევი 4,4%, 2023 წელს ჩვენი ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია  5,9 %-ს  შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის ჯიბე, უკვე მერამდენე წელია, მინუსშია!

საქართველოში ყველაფერი გაძვირდა და ღირს თითქმის იმდენივე, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, პირველადი მოხმარების სურსათი -  უფრო მეტიც კი, ხოლო ხელფასები დოლარსა და ევროში არ გაზრდილა. ამასთან, ე.წ. დასაქმებულთა ნახევარს ანაზღაურება თვეში საშუალოდ 

200 $, ან ნაკლები აქვს, რაც საერთოდ ვერ ჩაითვლება შემოსავლად. ამავე პროგნოზით, 2024 წელს, ჩვენი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 5%-ით გაიზრდება. შარშან მშპ-ს ზრდა 10 % იყო, რუსული ფულის ერთჯერადი შემოდინების ხარჯზე.  როცა ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და რუსები საქართველოდან გავლენ, ამ ფულსაც წაიღებენ და ერთჯერად უკუეფექტს უნდა ველოდოთ. ჩვენნაირი ქვეყნისთვის 4-5% -იანი ეკონომიკური ზრდა აბსოლუტურად მიუღებელი და არასაკმარისია.

საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიზარდოს 10-15 %-ით ყოველწლიურად. ეს შესაძლებელია?! დიახ, შესაძლებელია. ეკონომიკას ზრდის ბიზნესი და ვიდრე ბიზნესის, ანუ ეკონომიკის მიმართ მტრულად განწყობილი ხელისუფლება გვეყოლება, არაფერი გვეშველება. ბატონი ღარიბაშვილის გუნდი გამოირჩევა განსაკუთრებით მტრული დამოკიდებულებით ბიზნესის, ე.ი. საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. ვიდრე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი და მისი „თუთიყუშების“ ე.წ. მთავრობა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება! 

მომავალში ავირჩევთ რუსულ ოცნებას ?! ეკონომიკური, ანუ თითოეული ოჯახის შემოსავლის თვალსაზრისით, დავრჩებით იმ ნაგავში, რომელშიც ვართ!

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.
 

კომენტარები