დაპირისპირება ენმ-ში

წითლიძე ენმ-ში დაპირისპირებაზე: არ გამოვიყურებით კარგად, ვისურვებდი, ყველა დამშვიდდეს

არცერთი ფლანგი არ აკლებს ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში, რაც არის ძალიან სირცხვილი და ძალიან სამწუხარო. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ არ გამოვიყურებით კარგად. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ებრძვის სიკვდილს, მაშინ, როდესაც ქვეყანა არის უამრავი გამოწვევის წინაში და გვაქვს ისტორიული არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება ჩვენს კანდიდატის სტატუსს, ამ ფონზე ეს ურთიერთბრალდებები არ არის ის, რაც შეესაბამება პარტიის საუკეთესო ინტერესებს.

ვისურვებდი, რომ ყველა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემთვის თითოეული ეს ადამიანი ირაკლი ნადირაძე, იქითა მხრიდან, რა ვიცი, ნებისმიერი, ბაჩო დოლიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა იქნება, პარტიისთვის არიან ღირებული ადამიანები, პარტიისთვის ძალიან ბევრი უკეთებიათ და კიდევ უნდა გააკეთონ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას.

კომენტარები