დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების კორპურსის მეთაურის, გენერალ მიხაილ ტეპლინსკის უკრაინასთან ომში ერთ-ერთ მთავარ პოზიციაზე დაბრუნება მას შემდეგ, რაც ის 2023 წლის იანვარში ჩამოაქვეითეს, შტაბში დაძაბულობაზე მეტყველებს.
"ტეპლინსკი, სავარაუდოდ, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუს გენერლებს შორის, რომლებსაც წოდების გამო დიდ პატივს სცემენ. მისი ბოლოდროინდელი მშფოთვარე და ცვალებადი კარიერა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის გენერალურ შტაბში უკრაინის ომის სტრატეგიასთან დაკავშირებით დაძაბულობა და განხეთქილებაა". - ვკითხულობთ ანგარიშში.
დაზვერვის ანგარიშში წერია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ტეპლინსკის უფლებამოსილება მხოლოდ საჰაერო ძალებზე გავრცელდეს, თუმცა, დიდი ბრიტანეთის აზრით, ტეპლინსკი საჰაერო კორპუსს, როგორც ჯარების ელიტარულ ნაწილს, გააძლიერებს.





