ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 13 აპრილს – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა სეტყვა. დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი, 2-3 ბალიანი ღელვაა შესაძლებელი ზღვაზე.

სააგენტო ასევე ამბობს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

კომენტარები