რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: კრემლის ვირთხა იმედოვნებს, რომ ბუნკერში უკრაინით დასავლეთის დაღლას დაელოდება

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ვადა ამოწურა.

"დრო მუშაობს მათთვის, ვინც სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ხელმძღვანელობს ღირებულებებით, აქტიურობს, არ ეშინია და არ იხევს უკან. ვარაუდი, რომ დრო მტრის მხარესაა, უაზროა.

კრემლის ვირთხა, რომელიც არ არის შეზღუდული საარჩევნო პროცედურების დროით, იმედოვნებს, რომ იჯდება ბუნკერში და დაელოდება, როდის "დაიღლება დასავლეთი უკრაინით", როდის დაეხმარება ჩინეთი, როდის აირჩევენ ახალ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან როდის დაიწყება "შიმშილის ბუნტი" უკრაინაში.

პუტინმა თავისი ვადა ამოწურა. რისთვისაც ის 20 წელი ემზადებოდა და თავიდანვე წარუმატებელი აღმოჩნდა, ერთ, ორ ან სამ წელიწადში ვერ გამოსწორდება". - აღნიშნავს დანილოვი.

მისივე თქმით, რუსეთის დიქტატორმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც უკრაინაზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილება მიიღო. 

კომენტარები