რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი დონეცკის ქალაქ მარინკას მახლობლად შეტევას აძლიერებს

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, 2022 წლის 3 ოქტომბერი.
REUTERS/Zohra Bensemra

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განმარტებით, რუსეთი დონეცკის ქალაქ მარინკას მახლობლად შეტევას აძლიერებს. 

ანალიტიკოსების თქმით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა, სავარაუდოდ, გაზარდა თავისი ჯავშანტექნიკა ქალაქ მარინკას მახლობლად, რომელიც დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს. 

"რუსეთი აგრძელებს პრიორიტეტის მინიჭებას ოპერაციების რესურსებისთვის დონეცკის ფართო სექტორში, მარინკასა და ავდეევკას ტერიტორიების ჩათვლით, ხარჯავს მნიშვნელოვან რესურსებს მინიმალური შედეგების მისაღწევად". - აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური. 

კომენტარები