გერმანია

ჰამბურგის საწყობის დაწვის შემდეგ პოლიცია მოსახლეობას ჰაერში დაგროვილ ტოქსინებზე აფრთხილებს

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში როტენბურგსორტის ინდუსტრიულ უბანში მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. ჰამბურგის პოლიციამ და სახაძრო სამსახურმა ხანძრის შედეგად ჰაერში ტოქსინების შესაძლო არსებობის შესახებ მაცხოვრებლები გააფრთხილეს. 

"საწყობის ხანძრის შედეგად გამოწვეულმა კვამლმა და ტოქსინებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სუნთქვაზე. კვამლის ღრუბელი ქალაქის ცენტრისკენ მოძრაობს!". - წერია სახანძრო სამსახურის განცხადებაში. 

Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივ მედიას ეყრდნობა, ტერიტორიიდან 140 ადამიანის ევაკუირება შეძლეს. ასევე, პოლიციამ და სახანძრო სამსახურმა ადგილობრივ მოსახლეობას ფანჯრებისა და კარების დახურვა სთხოვა. 

"ჰამბურგის შიდა ნაწილში მთლიანად დაბნელდა". - თქვა სახანძრო სამსახურის სპიკერმა გერმანულ მედიასთან საუბრისას. 

დეტალები დაშავებულებთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ის, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.

კომენტარები