დღეს ღამით რუსეთის არმიამ ზაპორიჟიე S-300-ის რაკეტებით დაბომბა. მათ საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. შიგნით 3 ადამიანი იყო. კაცი, ქალი და ბავშვი - გოგო, მას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. ის მოკვდა. კაციც მოკვდა. ქალი მძიმე მდგომარეობაშია, ის სასწრაფოს ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასე ატარებს ტერორისტი სახელმწიფო ბზობის კვირას. ასე შორდება რუსეთი სამყაროს, ჰუმანურობას.
ყოველი ქრისტიანული ნათელი დღესასწაული გვასწავლის, რომ შეიძლება არ გვესმოდეს როგორ, თუმცა, უნდა გვჯეროდეს, რომ ბოროტება დამარცხდება - ჩვენ ამის გვჯერა. ჩვენ ბოროტება მარცხთან უნდა დავაახლოვოთ და ჩვენ ვაახლოვებთ მას, სამყარო კი ჩვენ გვერდით დგას.
ყოველ თვე, ყოველ კვირას იზრდება უკრაინის მხარდამჭერთა რიცხვი. იმ ადამიანების წრე, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ძალასა და სიცოცხლის რწმენას.
დიდება ყველა უკრაინელ გმირს! ყველას, ვინც ამ წუთებში უკრაინისთვის იბრძვის!
მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე ჩვენ დასაცავად გაწირა!
დაე, მომავალი წლის ბზობის კვირა ყოფილიყოს მშვიდი და თავისუფალი ჩვენი ხალხისთვის!
დიდება უკრაინას!





