რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის დაცვას NATO მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეძლებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსის სამიტზე მიწვევისთვისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის ლიტვის პარლამენტს მადლობა გადაუხადა. ზელენსკის თქმით, ევროპის სათანადოდ დაცვას NATO მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეძლებს

"მადლობა ლიტველ ხალხსა და პოლიტიკოსებს ევროპაში არსებული უსაფრთხოებისა და თვდაცვის მდგომარეობის გააზრებისთვის. ალიანსი მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეძლებს ევროპელი ხალხის, არსებული საზღვრებისა და საერთაშორისო წესრიგის სათანადოდ დაცვას. ძნელია წარმოიდგინო რეალური ძალა უკრაინის გარეშე". - აღნიშნა ზელენსკიმ.

6 აპრილს ლიტვის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინას ვილნიუსის სამიტზე NATO-ში გასაწევრიანებლად იწვევს

რეზოლუციის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა საპარლამენტო საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტებში წარადგინა, ეს იქნება NATO-ს სტრატეგიული გადაწყვეტილება უკრაინასა და ევროპაში მშვიდობის დამყარების მიზნით.

ლიტვაში NATO-ს ორდღიანი სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები