გრიბოედოვის თეატრი

გრიბოედოვის თეატრი რუსეთიდან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, 2023 წელს რუსული თეატრები 10 სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის ფედერაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. თეატრების ჩამონათვალშია ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრიც. 

რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ალლა მალინოვამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მდებარე რუსულ თეატრებს ფინანსურ მხარდაჭერას ორი მიმართულებით გაუწევენ: უახლესი თეატრალური სასცენო აღჭურვილობის შეძენა და საპრემიერო სპექტაკლების მხარდაჭერა.

"5 მილიონი რუბლი - აღჭურვილობისთვის, 5 მილიონი რუბლი - პროდუქციისთვის". - განმარტა მან.

ფინანსურ დახმარებას, საქართველოსთან ერთად, რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრები მიიღებენ სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში. 

კომენტარები