ამერიკელ ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობისთვის ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით 30 მარტს დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. გაზეთი კი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
7 აპრილს სენატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა, მიჩ მაკკონელმა და ჩაკ შუმერმა გერშკოვიჩის დაკავება მკაცრად დაგმეს.
"ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. მოვითხოვთ, ბატონ გერშკოვიჩის წინააღმდეგ უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებების მოხსნას და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას". - ნათქვამია მათ განცხადებაში.
რუსეთის FSB-ის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ "უკანონო საქმიანობა" შეაჩერეს. ჟურნალისტი დააკავეს, როცა "ამერიკული ინსტრუქციებით მოქმედებდა".
რუსეთში ჯაშუშობა მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.