მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თუ უცხოეთში სათანადო მკურნალობას არ მივიღებ, მალე მოვკვდები

მე ვარ პოლიტპატიმარი საქართველოში. ქვეყანაში, რომელსაც პრეზიდენტის რანგში 2004-2013 წლებში ვხელმძღვანელობდი და ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ ქვეყნის გეზი დემოკრატიისა და დასავლეთისკენ შეტრიალებულიყო [...] როდესაც 2021 წლის ოქტომბერში მე თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდასაჭერად საქართველოში დავბრუნდი, 54 წლის ჯანმრთელი და ენერგიული კაცი ვიყავი. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე დამაკავა და მას შემდეგ, პატიმრობაში ვიმყოფები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც ლეგიტიმურად მხოლოდ კრემლი და საქართველოს მოქმედი ხელისუფლება განიხილავს. პატიმრობაში ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. მე ახლა ვკვდები. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად მაწამებდნენ. ახლა 20-ზე მეტი სერიოზული დაავადება მაწუხებს, რომელთაგან ყველა პატიმრობაში განმივითარდა [...] უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ მალე მოვკვდები, თუ საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ.

წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტატიაში, რომელსაც გამოცემა Politico აქვეყნებს.

კომენტარები