მახსენდება, შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი, შალვა პაპუაშვილთან ერთად გვქონდა შეხვედრა და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა - რა გინდათო.
გავიკვირვე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა-თქო, ასეთი პასუხი დავუბრუნე, თქვენ გვითხარით, რა გინდათ თქო, ზრდილობიანი პასუხი დავუბრუნე და "აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო".
თან მაშინ უმძიმესი მდგომარეობა იყო უკვე უკრაინაში, რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას, კიევში იყვნენ შესული, ობოლონის რაიონის ნახევარი დაკავებული იუო უკვე, ტანკები იყო შესული. სახტად დავრჩი, ასეთ რაღაცას მეუბნება - თქვენ იყავით მასეო, აგერ ზელენსკი გმირიაო.
ჩემს პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე, ალბათ სამომავლოდ მექნება ამის საშუალება, დღეს არ ღირს ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება...
...მაშინ მთელი საზოგადოება იყო აჟიტირებული, ქართული საზოგადოება იყო აჟიტირებული, სხვანაირად უყურებდა მოვლენებს, ემოციური ფონი იყო სხვანაირი, ეს გასაგებია და პრეზიდენტიც ბუნებრივია, გაყვა იმ ემოციურ ფონს, იმედია, დღეს ასე აღარ ფიქრობს.





