რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯავშანტრანსპორტიორები, ნაღმტყორცნები, ჰსთ – პოლონეთი კიევს დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდჟეი დუდა პოლონეთში, 2023 წლის 5 აპრილი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში გამართული ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ვარშავა კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

შეხვედრა ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შორის 5 აპრილს შედგა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პოლონეთი უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორ Rosomak-ს (100-მდე ერთეულს), თვითმავალ ჰაუბიცა Rak-ს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, მათ შორის მობილურ საზენიტო სარაკეტო სისტემა Piorun-სა და სხვა შეიარაღებას გადასცემს. 

ამას გარდა, პოლონეთი და უკრაინა 125-მმ-იანი საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებას განაახლებენ.

კომენტარები