სანა მარინი

სანა მარინი ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი
BBC

ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის თქმით, ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს. მომდევნო კვირიდან ახლად არჩეულ პარლამენტში სანა მარინი მხოლოდ პარლამენტარის სტატუსით ისარგებლებს. 

"შემდეგი კვირიდან მე პარლამენტარის სტატუსით გავაგრძელებ მუშაობას. იმედი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში მეტი სიმშვიდე იქნება". - აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.

სანა მარინის თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. 

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ პრემიერმინისტრი, სანა მარინი დაამარცხა. ფინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის ლიდერიც სანა მარინია, არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. 

სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო, რომელმაც აღნიშნული პოსტი დაიკავა. ის ფინეთის პრემიერი 2019 წელს, 34 წლის ასაკში გახდა.

კომენტარები