რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის ვიცეკანცლერი, რობერტ ჰაბეკი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია

რობერტ ჰაბეკი

გერმანიის ვიცეკანცლერი და ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მხარეები უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხს განიხილავენ.

ჰაბეკის თქმით, ვიზიტის მთავარ მიზანს უკრაინისთვის ომის შემდგომ რესტავრაციის იმედის მიცემა წარმოადგენს.

"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და აღდგება. ევროპის ინტერესი მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ უკრაინას საჭიროების ჟამს დაუჭიროს მხარი. გვჯერა, რომ სამომავლოდ უკრაინა ჩვენი ძლიერი ეკონომიკური პარტნიორი იქნება". - აღნიშნა ჰაბეკმა.

კომენტარები